პროექტი გათვლილია როგორც საცხოვრებელი, ასევე საინვესტიციო მიზნებისთვის. თქვენ შეძლებთ შეარჩიოთ 1 ოთახიანი აპარტამენტები 34კვ.მ-დან. დამოუკიდებელი საძინებლით სტუდიოს ტიპის ბინები 43კვ.მ-დან გვაქვს წარმოდგენილი. 2 საძინებლიანი სტუდიოები 69კვ.მ. იდეალური დაგეგმარება იძლევა საშუალებას, შეარჩიოთ და თქვენით დაგეგმოთ თქვენთვის სასურველი ფართი. პროექტი სრულდება ახალი რეგულაციების გათვალისწინებით
პროექტი მდებარეობს ძალიან ახლოს ზღვასთან და ბულვართან. პროექტის გარშემო განვითარებულია ინფრასტრუქტურა: ბათუმი მოლი სავაჭრო, გასართობი და კვების ობიექტებით. გამწვანებული და მოწესრიგებული ბულვარი ველობილიკებით და სასეირნო სივრცით. დღეს ეს ლოკაცია განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს დამსვენებლებში.
უპირატესობები
ლოკაცია

ეზო
ჩვენი პროექტი განსაკუთრებულია და მომხიბვლელი როგორც საცხოვრებლად, ასევე, საინვესტიციო თვალსაზრისით. 3000კვ.მ ეზო, საბავშვო, გასართობი მოედანი პატარა მობინადრეებისთვის, გამწვანებული გარემო
საპარკინგე სივრცე
დღეს რთულია წახვიდე დასასვენებლად, ან იცხოვრო ქალაქში და მარტივად მოახერხო მანქანის გაჩერება. ჩვენს პროექტში გათვალისწინებულია მაცხოვრებლებისთვის საკმარისი საპარკინგე შიდა და გარე სივრცეები მოწყობილი თანამედროვე ინფრასტრუქტურით.
ვერანდა
პროექტში გათვალისწინებულია შენობის ყველაზე მომხიბვლელი ნაწილის, სახურავზე მდებარე ვერანდის მოწყობა გასართობ და მოსასვენებელ სივრცედ, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება ზღვაზე და მთებზე. თქვენთვის მოეწყობა საცურაო აუზი, მინი კაფე, მოსასვენებელი სივრცე.
ლობი
ჩვენი პროექტის მთავარი მიზანია, მაცხოვრებლებს შევუქმნათ ესთეტიურად მომხიბვლელი გარემო, რომ შენობაში შესვლის პირველივე წუთიდან იგრძნონ საცხოვრებელი გარემოს უპირატესობა. თქვენთვის მოეწყობა ულამაზესი, თანამედროვე დიზაინში შესრულებული შესასვლელი სივრცე.